მბაპეს "მონაკოს" დატოვება სურს
"მონაკოს" თავდასხმელს კილიან მბაპეს კლუბის დატოვება სურს.
კილიანმა წინა სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, რის შემდეგაც მისი შეძენა ევროპის ტოპ-კლუბებს მოუნდათ, მაგრამ "მონაკოს" არ სურს ფეხბურთელის გაყიდვა, თავად კილიანმაც კლუბში დატოვების სურვილი გამოთქვა.
L'Equipe-ს ინფორმაციით, მბაპეს ირგვილივ სიტუაცია შეიცვალა და ფრანგ ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს.
ინფორმაციის თანახმად, 18 წლის მოთამაშის შეძენა მადრიდის "რეალს", მანჩესტერ "სიტის", ლონდონის "არსენალს" და კატალონიის "ბარსელონას" სურთ. კატალონიური კლუბი ნეიმარის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
კატალონიელების წარმომადგენლებმა მბაპეს აგენთან მოლაპარაკებები გამართეს, "ბარსელონაში" კილიანის ტრანსფერი რეალურად მიაჩნიათ. მაგრამ გადავა თუ არა კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკვარი "კამპ ნოუზე" სათამაშოდ უცნობია.
მბაპეს "მონაკოსთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, ფრანგები კილიანთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
- 3 აგვისტო 2017
- 4 627
- 48
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.