"რეალი" და "ბარსელონა" დემბელესთვის იბრძოლებენ
დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველმა უსმან დემბელემ შესაძლოა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს, იტყობინება AS.
წყაროს ინფორმაციით, გერმანულ კლუბს არ სურს ფრანგი ფეხბურთელის გაყიდვა, თუმცა ისინი მზად არიან განიხილონ შეთავაზებები სხვა კლუბებისგან. "ბორუსიას" უსმანის გაყიდვა 80 მილიონად სურს.
დემბელეს შეძენა მადრიდის "რეალს" და კატალონიის "ბარსელონას" სურთ, ორივე კლუბი მზად არიან გადაიხადონ 100 მილიონამდე. "ბლანკოსს" ფეხბურთლის აგენტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, თუმცა ფეხბურთელს "ბარსელონა" უფრო იზიდავს. ასევე ნეიმარის წასვლის შემდეგ, უსმან დემბელეს უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება კატალონიურ კლუბში, "ბარსელონაში" ფრანგში ნეიმარის ღირსეულ შემცვლელს ხედავენ.
- 3 აგვისტო 2017
- 3 180
- 26
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.