4 თვიან უგოლობას დაღი დაესვა
ალბათ, რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "ელ კაპიტანო" 2009-2010 წ.წ. სეზონში ოთხ-თვიანი უგოლობის სერიის ავტორი გახდებოდა.ჩვენდა სასიხარულოდ, რაულ გონსალესმა "ტენერიფეს" წინააღმდეგ მოახერხა "ნანატრი" გოლის გატანა და წარუმატებელი სერიისათვის დაღის დასმა.
სამეფო გუნდი ისტორიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა, კანარის კუნძულებზე გამართული შეხვედრაც სათადარიგო სკამზე დაიწყო.გონსალესი 79-ე წუთზე ჩაერთო მატჩში, ხოლო მსაჯის მიერ მეორე კომპენსირებულ წუთზე, ვან დერ ვაარტის ძალისხმევით სეზონში მეექვსე გოლის გატანა შეძლო (4 ლა ლიგაზე და 2 ჩემპიონთა ლიგაზე).
პრიმერა დივიზიონის ეგიდით, კაპიტანს, ჯამში 227 გოლი დაუგროვდა, რაც ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა სიაში მესამე მაჩვენებელია.რაულის წინ 234 გოლით უგა სანჩესი, 251 გოლით ტელმო ზამერა მოდიან.
ასევე გეტყვით, რომ გონსალესმა ლა ლიგაზე 542 თამაშის ჩატარება მოახერხა.ამ შედეგით ის მხოლოდ სუბისარეტას ჩამორჩება.ამ უკანასკნელს 622 პექრობაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
- 28 თებერვალი 2010
- 3 122
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.