ჰოენესის აღიარება
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰოენესმა, ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან საუბრის დროს აღიარა, რომ სამეფო გუნდსა და ფრანკ რიბერის შორის მართლაც არსებობს შეთანხმება.
"როგორც მოგეხსენებათ, ფრანგ მოთამაშესა და კლისმანს შორის არცთუ ისე კარგი ურთიერთობა სუფევდა.სწორედ ამის გამო, ფრენკმა გადაწყვიტა "რეალთან" კავშირის დამყარება და წინასწარი შეთანხმების გაფორმება" - დასძინა გერმანული კლუბის თავკაცმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ რიბერის გადაბირების პრედენტენთა შორის ყველაზე აქტიურია ტურინის "იუვენტუსი."გავრცელებული ინფორმაციით, "ბებერ ქალბატონსა" და ფრანგის წარმომადგენელს შორის ყოფილა მოლაპრაკება შესაძლო ტრანსფერზე, თუმცა მხარეებს შორის კონსესუსი იტალიელთა მწირი ბიუჯეტის გამო ვერ მიღწეულა.
- 28 თებერვალი 2010
- 3 262
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.