რონალდუს ცხოვრებაში ყველაზე კრიტიკული მომენტი დადგა
კრიშტიანო რონალდუს ცხოვრებაში მძიმე ხანა დადგა. პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიტიკულ მომენტშია...
სასიამოვნო დღეები, ტკბილი შვებულება, ტყუპები და ორსული საყვარელი ქალი ძალიან კარგია, თუმცა კრისს პრობლემები აქვს.
რონალდუ მადრიდის „რეალთან“ ერთად ჯერ-ჯერობით არ იმყოფება, კლუბი პრე-სეზონს მის გარეშე გადის. ხვალ, 31 ივლისს კი „შვიდიანი“ სასამართლოს წინაშე წარდგება. მოგეხსენებათ, რონალდუს 14.7 მილიონი ევროს დამალვას ედავებიან, რაც პატიმრობას 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მადრიდში ეჭვი არ ეპარებათ, რომ კრისი თავისუფალი დარჩება, თუმცა მას სერიოზული სანქციები დაეკისრება.
ადვოკატების განცხადებით, პორტუგალიელი აბსოლუტურად უდანაშაულოა და პროცესზე გამართლდება.
- 31 ივლისი 2017
- 10 337
- 15
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.