დანილოსა და მორატაში მიღებული თანხა მბაპეს ტრანსფერს ხმარდება
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ალვარო მორატას და დანილოს ტრანსფერში მიღებულ თანხას კილიან მბაპეს შეძენას მოახმარს...
ფლორენტინო პერესი ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ რეკორდული თანხის გადახდას გეგმავს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სრული ოდენობა ვერ დგინდება, რადგან კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც „რეალი“ 180 მილიონ ევროს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ ჩემპიონთა ლიგის და სხვა ტიტულების მოგებას შეძლებს.
ისიც ფაქტია, რომ ბრაზილიურ-ესპანური დუეტის სანაცვლოდ მიღებული თანხა ფრანგი ფორვარდის შესაძენად საკმარისი არ არის, თუმცა საკმაოდ დიდ შეღავათს იძლევა.
- 25 ივლისი 2017
- 3 571
- 25
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.