დანილო:„წავედი, რადგან „რეალში“ ჩემი ადგილი არ იყო“
ბრაზილიელი დანილოს კომენტარმა მადრიდისტების გარვეულ წრეებში გაღიზიანება გამოიწვია...
„წავედი, რადგან მადრიდის „რეალში“ ჩემი ადგილი არ იყო. მადრიდში განვითარების საშუალება არ მეძლეოდა. „პორტოდან“ დედაქალაქურ კლუბში დიდი ამბიციებით გადავედი, თუმცა ისე გამოვიდა, რომ მეტ დროს სათადარიგოთა სკამზე ვატარებდი.“
„მე მსურს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება და ბრაზილიის ნაკრების ღირსების დაცვა. „ბლანკოსში“ დარჩენის შემთხვევაში ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო, ამიტომ სწორი ნაბიჯი გადავდგი და ბედნიერი ვარ.“
„მადრიდულ გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი ტიტულები მოვიგე და დიდი გამოცდილება მივიღე, რისთვისაც მადლობას ვუხდი როგორც ზინედინ ზიდანს, ასევე ფლორენტინო პერესს, თუმცა მინდა განვაცხადო, რომ ინგლისში უფრო ბედნიერად ყოფნას ვაპირებ.“
- 23 ივლისი 2017
- 7 293
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.