რატომ გაყიდა „რეალმა“ მორატა - პასუხი ცნობილია

ესპანურ გამოცემებში საინტერესო ინფორმაციები ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაყიდა მადრიდის „რეალმა“ ალვარო მორატა...

არაოფიციალური ინფორმაციით, ზინედინ ზიდანსა და ესპანელ თავდამსხმელს შორის შეხვედრა შედგა, სადაც მის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრეს. ალვარო ძირითად შემადგენლობაში თამაშს ითხოვდა, რადგან სურს, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდეს და ესპანეთის ნაკრების მთავარ დამრტყმელ ძალად მოგვევლინოს.

ზიზუმ ალვაროს განუმარტა, რომ ძირითადში ადგილი გარანტირებული ვერ ექნებოდა, რაც ესპანელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ასევე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ლონდონის „ჩელსიმ“ „ბლანკოსს“ 80 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც ძალიან დიდი თანხაა და ფლორენტინო პერესს საშუალებას მისცეს კილიან მბაპეს ტრანსფერის გაჩარხვა უფრო დააჩქაროს.

რატომ არ წავიდა მორატა „მილანში“? ესპანელი ფეხბურთელის სერია „ა“-ში გადაბარგების შანსი დიდი იყო, თუმცა „მილანმა“ ალვაროს ხელფასის სახით 5.7 მილიონი ევრო შესთავაზა, „ჩელსიმ“ კი 9. ამასთანავე „როსონერი“ „რეალს“ 65 მილიონს სთავაზობდა, რომან აბრამოვიჩმა კი 80 მილიონიანი „ფსონი“ დადო.

ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. „რეალის“ ბიუჯეტი 80 მილიონით შეივსო, მორატამ კი ლონდონში გარანტიები მიიღო, ასევე გასამმაგებული ხელფასი და შანსი იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ბრწყინვალე ფორმაში შეხვდეს.

  • Hala
  • 20 ივლისი 2017
  • 11 014
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)