ბენზემა ნაკრებს მიღმა დარჩა
როგორც მოგეხსენებათ ცოტა ხანში ეროვნული ნაკრებების ამხანაგური შეხვედრები დაიწყება...
ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს მატჩი საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებს შორის. "მამლების" მთავარმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა, სამეფო კლუბის ერთ ფეხბურთელს უხმო, ეს კი ლასანა დიარა გახლავთ. კარიმ ბენზემა კი განაცხადს მიღმა დარჩა და იგი ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს ესპანელებთან მატჩში. ერთ-ერთი მიზეზი ტრავმაა, მაგრამ დომენეკმა დაზიანებასთან ერთად კარიმის უთამაშებლობაც აღნიშნა.
"ბენზემას ტრავმა აწუხებს, მაგრამ მისი დაზიანება ამ შემთხვევაში არ არის მთავარი. კარიმს არ აქვს საკმარისი სათამაშო დრო იმისათვის, რომ მოხვდეს იმ განაცხადში, რომელსაც მე ვაყალიბებ. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარი თავისთვის თუ სურს მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ყოფნა.
- 26 თებერვალი 2010
- 2 213
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.