"მილანში" მორატას გადაბირების იმედი აქვთ
მიუხედავად იმისა, რომ მორატას "იუვენტუსთან" "ერთგულების ფიცი*" აქვს დადებული, "მილანი" მაინც ცდილობს ესპანელ თავდამსხმელზე ნადირობას.
La Gazzetta dello Sport–ის ცნობით, "როსონერის" მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს ფორვარდის იტალიაში დაბრუნებამდე.მილანელები მზად არიან, ტრანსფერში გადაიხადონ "რეალისათვის" სასურველი თანხა, რომელიც 70 მლნ. ევროს შეადგენს და ფეხბურთელს გარანტირებული სასტარტო შემადგენლობა შეთავაზონ.
კლუბის დირექტორის, მარკო ფანოსენის თქმით, ყველაფერი შეთანხმებულია და უახლოეს მომავალში ოფიციალურად გამოაცხადებენ აღნიშნულის შესახებ.
*როგორც იცით, ალვარო მორატა 1 სეზონის წინ ტურინული გრანდის ღირსებას იცავდა, რომლის დატოვების შემდეგაც განაცხადა, რომ არასოდეს იასპარეზებდა სერია ა–ს სხვა ბინადარში.
AS
- 17 ივლისი 2017
- 2 142
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.