„რეალმა“ „ბაიერნში“ გაშვებულ ხამესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ევროპულ პრესაში ძალიან საინტერესო და მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა...
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბი „ბაიერნს“ ორწლიან იჯარაზე შეუთანხმდა და ხამესი მადრიდში 2019 წელს დაბრუნდება, თუმცა მიუნხენურ კლუბთან საბოლოო მოლაპარაკებებამდე „მერენგებმა“ ხამესთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივეს.
მიზეზები ცნობილია. როდრიგესს „ბლანკოსთან“ კონტრაქტი 2020 წელს უმთავრდებოდა, 2019 წელს დაბრუნების შემთხვევაში კი მისი მოქმედი ხელშეკრულების ვადა ამოიწურება, რაც „ბლანკოსის“ ინტერესებში არ შედის. აქედან გამომდინარე, მოქმედი ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და ხამესი „რეალის“ ფეხბურთელად 2021 წლამდე ითვლება. ეს გარემოება პერესს კოლუმბიელი ფეხბურთელის ძვირად გაყიდვაში შეუწყობს ხელს.
თუმცა ვინ იცის? შესაძლოა, როდრიგესმა მიუნხენში საოცარი თამაშით თავი გამოიჩინოს და „რეალში“ დაბრუნების შემდეგ, არსად წასვლაზე აღარ იფიქროს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 13 ივლისი 2017
- 9 175
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.