ბენზემა: მალე გამოვჯანმრთელდები

"თეთრების" ფრანგმა ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. ახალგაზრდა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მალე გამოჯანმრთელდება და მთელი ძალით შეეცდება გოლების გატანას...

"ტრავმის მოშუშების საქმეები ძალიან კარგად მიდის, მალე გამოვჯანმრთელდები და დავიწყებ გოლების გატანას. თანაგუნდელთა მხარში დგომას ვგრძნობ და ეს დიდად მახარებს. შესანიშნავ ურთიერთობა მაქვს გონსალო იგუაინთან, ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. მოედნის კონკურენცია კი სტადიონზევე რჩება".

"ტენერიფესთან მეტად რთული მატჩი გველის. ეს გუნდი საკუთარ კედლებში კარგად გამოიყურება და მომავალ მატჩში ქულათა მაქსიმუმის აღებას შეეცდება, მაგრამ არც ჩვენ ვართ უუნაროები. სამეფო კლუბი ჩემპიონობისთვის იბრძვის და თითოეული ქულა ძალიან ბევრს ნიშნავს, ამიტომ "ბლანკოსი" აუცილებლად გაიმარჯვებს".

"კრიშტიანო რონალდო შესანიშნავი ფეხბურთელია, მისი თამაში უბრალოდ სიამოვნებას მანიჭებს. მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი ვილიარეალთან მატჩის შემდეგ. პორტუგაელიელმა რაც უნდოდა ყველაფერი გააკეთა, მან პატარა სპექტაკლი დადგა და კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რომ საუკეთესოა" - განაცხადა ბენზემამ.

  • Hala
  • 26 თებერვალი 2010
  • 1 788
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)