„რეალის“ პრეზიდენტმა რამოსს საქმეში ჩართვა სთხოვა
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი გუნდის კაპიტანს დაუკავშირდა და საქმეში ჩართვა სთხოვა...
გამომდინარე იქედან, რომ რამოსი გუნდში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მას ისკო ალარკონთან შეხვედრა და დალაპარაკებს სთხოვეს.
მადრიდული გუნდი ალარკონს 6 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომელსაც ვადა 2023 წლის 30 ივნისს გაუვა. ამ დროს ისკო 31 წლის იქნება. გამოდის, რომ „ბლანკოსი“ ესპანელ ნახევარმცველს კარიერის საუკეთესო წლების მადრიდში გატარებას სთავაზობს.
რამოსს ამჟამად შვებულება აქვს, ისკოსთან შეხვედრას კი სავარაუდოდ, პრე-სეზონზე მოახერხებს.
- 9 ივლისი 2017
- 5 926
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.