სიმეონე:„„რეალის“ ფეხბურთელის „ატლეტიკოს“ სტადიონზე საშინელება ელის“
დიეგო სიმეონეს განცხადებით, „ატლეტიკოს“ ქომაგებმა მადრიდის „რეალის“ ახალი ფეხბურთელის, ტეო ერნანდესის გადაწყვეტილება ცუდად მიიღეს...
„მიუხედავად იმისა, რომ ტეო „ალავესში“ იყო განათხოვრებული, ის „ატლეტიკოს“ ქომაგებს ძალიან უყვარდათ. ფაქტია, რომ ბოლო წლებში ჩემი გუნდი „რეალის“ უმთავრესი კონკურენტი გახდა, ამიტომ ამ გუნდებს შორის ფეხბურთელების გაცვლა-გამოცვლა ყოველთვის უარყოფით ემოციებს გამოიწვევს.“
„დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა ფეხბურთელს „ატლეტიკოს“ სტადიონზე საშინელება ელის. ქომაგებს ტეოს გამო გული დაწყდათ, რადგან თვლიდნენ, რომ ის „როხიბლანკოს“ მნიშვნელოვნად გააძლიერებდა.“
„მე პატივს ვცემ ერნანდესის გადაწყვეტილებას, მან „რეალი“ აირჩია.“
- 9 ივლისი 2017
- 7 450
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.