ისკოსთან შეთანხმება ვერ ხერხდება

მადრიდის „რეალი“ ისკო ალარკონთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს...

აღსანიშნავია, რომ ესპანელ ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისს ეწურება. დარჩა მხოლოდ 1 წელი, თუმცა სამეფო კლუბი ძალიან ჩქარობს, ვინაიდან შეუთანხმებლობის შემთხვევაში ალარკონი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და „რეალს“ მის სანაცვლოდ თანხის მიღება აღარ შეეძლება.

დედაქალაქელებს ალარკონთან კონტრაქტის 2023 წლამდე გაგრძელება სურთ, მაგრამ ფაქტია, რომ ესპანელთან შეთანხმება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

ერთ-ერთი მიზეზი სათამაშო დროა. მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი სეზონის მიწურულს ალარკონმა გაიბრწყინა და საოცარი მატჩები ჩაატარა, ის მაინც სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად ითვლებოდა. მადრიდის „რეალის“ ნახევარდაცვის სასტარტო სამეულს კროოსი, მოდრიჩი და კაზემირო ავსებენ, წინა ხაზს კი რონალდუ, ბენზემა და ბეილი. ისკოს თამაშში ჩართვა მხოლოდ გარეთის ხშირი ტრავმების გამო ხდებოდა.

იმ შემთხვევაში, თუ პერესი ისკოსთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ფეხბურთელის მადრიდიდან წასვლა წელსვე გახდება რეალური, რადგან „ბლანკოსი“ დაახლოებით 40 მილიონ ევროს არ დაკარგავს.

  • Hala
  • 9 ივლისი 2017
  • 4 099
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)