ოფიციალურად - „რეალმა“ გადაწყვეტილება შეცვალა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ მადრიდის „რეალმა“ გადაწყვეტილება შეცვალა და ლაინჰარტი „ფრაიბურგის“ ფეხბურთელია...
მოგეხსენებათ, ზინედინ ზიდანს ახალგაზრდა კასტილიელის მთავარ გუნდში გადაყვანის სურვილი ჰქონდა და ეს ამბავი თითქმის გადაწყვეტილი იყო. მეტიც, ზიზუს ლაინჰარტი პრე-სეზონის ტურნეზე მიჰყავდა თუმცა საბოლოოდ, „ბლანკოსმა“ გადაწყვეტილება შეცვალა და გუნდში გადმოყვანილი ფეხბურთელი გერმანიაში გაუშვა.
შეთანხმება რა თქმა უნდა, საიჯაროა. მადრიდელები იმედოვნებენ, რომ კარვახალის სცენარი განმეორდება და ლაინჰარტი გუნდს გაცილებით უფრო ძლიერი და გამოცდილი დაუბრუნდება.
- 6 ივლისი 2017
- 10 730
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.