ვალდანომ კანალესს სანტანდერში ჩააკითხა
მადრიდის "რეალის" გენ.დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, გუნდის ახალწვეულ, სერიო კანალესს, სანტანდერში ჩააკითხა.
"ას"-ის ცნობით, მხარეები სასტუმრო "Silken"-ში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც მეგობრეული ვახშამი გამართეს."რეალის" მეორე პირისა და ფეხბურთელის გარდა, შეხვედრას სერხიოც მამაც ესწრებოდა.
არსებული ინფორმაციით, ვალდანომ ახალწვეულს გადასცა კონტრაქტი, რომელსაც შემდეგ ფეხბურთელმა მოაწერა ხელი.ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ კანალესი "რეალის" მოთამაშე იქნება 2016 წლამდე.ის მხოლოდ ზაფხულში შეძლებს "რეალში" გადმოსვლას.აღსანიშნავია, რომ წინასასეზონო მომზადების დროს ფეხბურთელი პელეგრინის განკარგულებაში იქნება (არ არის გამორიცხული მომავალი სეზონისათვის გუნდშიც კი დატოვონ).ხორხემ კონტრაქტის გარდა "რეალის" მაისურიც ჩაუტანა კანალესს.
- 25 თებერვალი 2010
- 2 087
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.