კაზემირო მშობლიურ ქალაქში დააჯილდოვეს
ბრაზილიელი კაზემირო მშობლიურ ქალაქში საპატიო პრიზით დააჯილდოვეს, ის ქალაქის ყველაზე გამოჩენილი სპორტსმენი გახდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა „რეალში“ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა...
„მოხარული ვარ, რომ დამაფასეს იქ, სადაც გავიზარდე და პროფესიონალური კარიერა დავიწყე, ჩემთვის ჩემი ქვეყანა და ქალაქი ძალიან ბევრს ნიშნავს.“
„რაც შეეხება მადრიდის „რეალს“, განვლილი სეზონი მართლაც შესანიშნავი იყო, მაგრამ შანსი გვაქვს, არსებული სტატისტიკა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე ესპანეთისა და ევროპის სუპერთასების მოგება შეგვიძლია, ასევე ზედიზედ მეორედ გავემგზავრებით მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.“
„კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ბუნებრივია, მასთან ერთად ერთ გუნდში ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში მინდა. ეჭვი არ მეპარება, რომ „შვიდიანი“ ესპანეთის დედაქალაქს არ დატოვებს.“
„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ზინედინ ზიდანს, რომელიც მუდამ გვერდში მიდგას და უდიდეს დახმარებას მიწევს, ფრანგმა სპეციალისტმა ჩემ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.“
- 4 ივლისი 2017
- 2 280
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.