ახლოს "Fair Play"-ის ჯილდოსთან
მადრიდის "რეალი" "Fair Play"-ის ჯილდოს მიღებასთან, ჯერჯერობით ყველაზე ახლოსაა.
აღნიშნულ ჯილდოს, ესპანეთის მაშტაბით, ღებულობს ის გუნდი, რომელსაც სეზონის ბოლოს საკუთარ აქტივში ყველაზე ნაკლები "ყვითელი" და "წითელი" ბარათები ექნება.ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, სამეფო გუნდს 23 ტურის შემდეგ 52 გაფრთხილება და 5 გაძევება აქვს მოპოვებული, რაც ჯამში 60 ქულას უდრის.მეორეზე მოდიან "ბარსელონა" და "დეპორტივო" 62-62 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე დამკვიდრებულია "მალაგა" - 100 ქულით.
საინტერესოა, რომ ერთი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში გუნდს ეწერება 1 ქულა, ორი გაფრთხილების შემთხვევაში (რასაც გაძევება მოჰყვება ხოლმე) 2 ქულა, ხოლო წითელი ბარათის შემთხვევაში 3 ქულა.
მადრიდელებმა "Fair Play Award"-ი სულ ორჯერ მოიგეს.პირველად ეს მოხდა 2001/2002 წ.წ. სეზონში, როდესაც გუნდმა სეზონის ბოლოს 86 ქულა დააგროვა, ხოლო მეორედ ორი წლის წინ 76 ქულით.
- 25 თებერვალი 2010
- 2 083
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.