დონარუმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას 3 ივლისს მიიღებს
"მილანის" გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას 3 ივლისს მიიღებს და ასევე ის საკუთარი გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდება, იტყობინება Tuttosport.
აღსანიშნავია, რომ ჯანლუიჯი და "მილანის" მთავარი მწვრთნელი რესტორანში ისადილებენ, სადაც იტალიელი მეკარე საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას მიიღებს. 18 წლის ფეხბურთელის მშობლებს სურთ რომ საკუთარი შვილი სამშობლოში დარჩეს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია რომ, დონარუმა "რეალში" შემდეგ წელს გადავა, ასევე ის "მილანთან" კონტრაქტს მოაწერს ხელს, კონტრაქტში მითითებული იქნება გამოსასყიდი თანხა რომელსაც მადრიდელები გადაიხდიან და იტალიელეს შეიძენენ.
- 30 ივნისი 2017
- 2 183
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.