ხამესი - ბოლო 10 ნომრიანი "მსხვერპლი"
ლუიშ ფიგუს შემდეგ ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო მადრიდის "რეალში" გაბრწყინება და დიდი ხნით დარჩენა.
რობინიო - ახალი პელე.
რობინიომ ბრწყინვალედ დაიწყო "რეალში" თამაში "კადისთან" მატჩის წინააღმდეგ, "რამონ დე კარანსის" სტადიონზე და ახალგაზრდა ბრაზილიელის შედარება ლეგენდალურ პელესთან არ იყო შემთხვევითი. თუმცა რობინიომ ვერ შეძლო გამხდარიყო მსოფლიო დონის ფეხბურთელი, ყველა მისგან სწორედ ამას ელოდებოდა. 2008 წლის ზაფხულს რობინიოს "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა, თუმცა ეს არ გამოუვიდა, საბოლოოდ ფეხბურთელი მანჩესტერ "სიტიში" გადაბარგდა 42 მილიონ ევროდ.
სნეიდერი - "რეალიდან" წასვლა და "ინტერში" ჩემპიონის სტატუსის მიღება.
რობინიოს წასვლის შემდეგ, მეათე ნომერი სნეიდერს გადაეცა, ჰოლანდიელმა მადრიდული კარიერა კარგად დაიწყო, შემდეგ კი მისი მადრიდული ცხოვრება არც თუ ისე კარგად წარიმართა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ გულშემატიკვრები ღამური ცხოვრების გამო. 2011 წელს მან ეს ყველაფერი დაადასტურა.
"მე ხშირად დავდიოდი ფეხით მადრიდში, რადგან მსურდა უფრო ცოტა მეფექრა არასასიამოვნო სიტუაციისების შესახებ."
ჰოლანდიელი ფეხბურთელი "ინტერში" 15 მილიონად გაყიდეს, თუმცა თავის დროზე "რეალმა" ის 30 მილიონად იყიდა.
ლასანა დიარა - ახალი მაკალელე.
ლასანას გადასვლა მადრიდის "რეალში" ყველასთვის უცნობი გახდა. ლასანამ მიიღო მეათე ნომერი, მაგრამ არასდროს გამოირჩეოდა კრეატიზმისგან, რომელიც ჰქონდათ მადრიდის სხვა დანარჩენ მეათე ნომრებს. "რეალის" მაისურით ფეხბურთელმა მოიგო "ლა ლიგა", "კოპა დელ რეი" და ესპანეთის სუპერ თასი.
იოზილი - ის გაყიდეს ბეილის შეძენისთვის.
"რეალის" გულშემატკივრებს უყვარდათ იოზილი, ხოლო მწვრთნელს არა, მესუტს მოურინიოსთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მიმდინარე კონფლიქტში ფეხბურთელმა იოზილს დაუჭირეს მხარე. სერხიო რამოსმა ერთ-ერთი მატჩის დროს საკუთარ მაიუსრთან გერმანელის მაისური ჩაიცვა და სწორედ ასე გამოუხატა მას მხარდაჭერა. 2013 წლის ზაფხულს "რეალმა" იოზილი "არსენალს" მიჰყიდა 45 მილიონად, ასევე კლუბი დატოვო გონსალო ჰიგუაინმა, რადგან გუნდს ფული სჭირდებოდა გარეთ ბეილის ტრანსფერის განხორცილებისთვის. გულშემატკივრებს არ მოეწონათ ფლორენტინო პერესის ქცევ, რასაც გამოხატავდნენ ბეილის პრეზენტაციის დროს, მაგრამ ესპანელმა პრეზიდენტმა ტრიბუნებს გაჩუმებისკენ მიუწოდა.
ხამესი - მისი შეძენა "ჩელსის" და მანჩესტერ "იუნაიტედს" სურთ.
მიმდინარე დღეებში გავრცელდა ინფორმაცია რომ "წითელი ეშმაკები" მზად არიან ნებისმიერი თანხა გაიღონ კოლუმბიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ. თუ "ემიუს" მართლა სურს ფეხბურთელის ყიდვა, მაშინ მათ "ჩელსისთან" ბრძოლა მოუწევს, "არისტოკრატებიც" მზად არიან გაიღონ ნებისმიერი თანხა. ნათლად ჩანს რომ ხამესს მადრიდში მომავალი არ აქვს. ისკომაც და ასენსიომაც აჯობეს მას სათამაშო პრაქტიკის ქონაში ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობის ქვეშ. უნდა აღინიშნოს BBC-ის კონკურენცია და ასევე კილიან მბაპეს შესაძლო გადასვლა, რის შემდეგაც კლუბში კონკურენცია უფრო გაიზრდება. მხოლოდ კარლო ანჩელოტის დროს კოლუმბიელი იღებდა მუდმივ სათამაშო დროს, ზინედინ ზიდანის დროს კი ის ძალიან ხშირად ხვდება ძირითად შემადგნელობაში.
- 29 ივნისი 2017
- 6 064
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.