"რეალი" "იუნაიტედთან" მორატას თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა საინტერესო განცხადება გააკეთა.
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უარყო ინფორმაცია მორატას შესაძლო ტრანსფერზე მანჩესტერ "იუნაიტედში". ადრე იტყობინებოდა რომ ინგლისელები "რეალს" 70 მილიონს სთავაზობენ, მაგრამ მადრიდელებს 80-90 მილიონის მიღება სურთ.
"ვფიქრობ რომ "რეალი" მორატას თაობაზე "იუნაიტედთან" მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და ასევე "სამეფო კლუბმა" "წითელ ეშმაკებთან" შეთანხმებას არ მიაღწია. ჯერ კიდევ არ დამთავრდა ივნისი, 31 აგვისტომდე დიდი დროა. ჩვენ საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ "რეალი" ახლა არ გახლავთ კლუბი რომელიც საკუთარ ფეხბურთელებს ყიდის." - განაცხადა პერესმა.
- 28 ივნისი 2017
- 2 333
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.