La Parisen:„პსჟ“-მ ახალი გეგმა შეიმუშავა“
ფრანგული La Parisen-ის ინფორმაციით, „პსჟ“-ს ზაფხულში დიდი გეგმები აქვს და სერიოზული ტრანსფერების გაჩარხვას გეგმავს...
პარიზელთა უმთავრესი პრიორიტეტი კილიან მბაპეა, რომელშიც ისინი 135 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა ვითარებას თავად ფეხბურთელის პოზიცია აფერხებს, რომელსაც საფრანგეთში დარჩენა არ სურს.
„პსჟ“-ს პრეზიდენტს გეგმა „ბ“ აქვს შემუშავებული, რომლის მიხედვითაც, ის „ბლანკოსის“ ორი მოთამაშისთვის (ხამეს როდრიგესი და გარეთ ბეილი) იბრძოლებს.
„მარკა“-ს ინფორმაციით, ფრანგული მხარე ტრანსფერების გასაჩარხად 150 მილიონ ევროს ამზადებს.
ხამესის „რეალიდან“ წასვლა სავსებით რეალურია, თუმცა რამდენად შეელევა კლუბის პრეზიდენტი გარეთ ბეილს საკითხავია.
- 25 ივნისი 2017
- 3 854
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.