"მილანს" ხამესის შეძენა 40 მილიონად სურს
ხამეს როდრიგესი შესაძლოა "მილანში" ვიხილოთ.
La Repubblica-ს ინფორმაციით, ხამესი "მილანს" 40 მილიონი ევროდ სურს. 25 წლის ნახევარმცველი თანახმაა იტალიაში გადაბარგებაზე, მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება.
"მილანს" ჟორჟე მენდეშთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს, შესაძლოა სწორედ ამ ურთიერთობამ კოლუმბიელის ტრანსფერი უფრო და უფრო რეალაური გახადოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ „რეალის“ პრეზიდენტი კოლუმბიელის სანაცვლოდ მინიმუმ 60 მილიონის გამომუშავებას გეგმავს, აქედან გამომდინარე, „როსონერის“ თანხის დამატება მოუწევს, სხვა შემთხვევაში ფავორიტის სტატუსს „იუნაიტედი“ მიიღებს, რომელიც მზად არის, მადრიდელი „ათიანის“ სანაცვლოდ 60 მილიონს შეელიოს.
- 23 ივნისი 2017
- 3 102
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.