„პსჟ“-ს შეთავაზებამ „რეალს“ საქმე გაურთულა
ფრანგულმა „პსჟ“-მ „მონაკოს“ კილიან მბაპეს სანაცვლოდ 135 მილიონი ევრო ოფიციალურად შესთავაზა და ამით ფლორენტინო პერესს საქმე გაურთულა...
სამეფო კლუბის პრეზიდენტს კილიანის ყიდვა 105 მილიონ ევროს სურს, „მონაკო“ კი უკვე დიდი ხანია 30 მილიონით მეტს ითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები ამ თანხის გადახდაზე თანახმანი არიან, რაც მადრიდის „რეალის“ გეგმებს უფრო რთულად შესასრულებელს ხდის.
ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მბაპეს საფრანგეთში დარჩენა არ სურს, ამიტომ მისი „პსჟ“-ში გადასვლაზე დაყოლიება იოლი არ იქნება.
- 23 ივნისი 2017
- 5 049
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.