პერესი:„იძულებული ვარ, პეპეზე სიმართლე ვთქვა“
ფლორენტინო პერესის განცხადებით, კეპლერ პეპეს გამო მადრიდის „რეალს“ ხშირად აკრიტიკებენ, ამიტომ პრეზიდენტი იძულებულია სიმართლე თქვას...
„გამომდინარე იქედან, რომ კეპლერ პეპეს გამო ძალიან დიდ კრიტიკას ვიღებთ, იძულებული ვარ სიმართლე ვთქვა. ჩვენ პორტუგალიელ ფეხბურთელს 1 წლიანი კონტრაქტი შევთავაზეთ, მაგრამ მან 2 წლიანი ხელშეკრულება მოინდომა, რაზეც უარი მიიღო. ჩვენი პირობა დიდი ხნის მანძილზე იყო ძალაში, მაგრამ მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ერთწლიან ხელშეკრულებაზე ვერ შევთანხმდებოდით, ამის შემდეგ კი გადავწყვიტეთ, რომ „სამიანისთვის“ კონტრაქტი საერთოდ აღარ გაგვეგრძელებინა და აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გადაგვეტანა, მაგალითად ვალიეხოზე, ვარანზე და სხვებზე.“
„მე ვფიქრობ, რომ პეპემ მადრიდში დიდი ეპოქა შექმნა, ის ნამდვილი მადრიდისტაა და ხალხს ძალიან უყვარს. პორტუგალიელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, სწორედ ამიტომ ვთავაზობთ გამოსამშვიდობებელ მატჩს, სადაც მას მადრიდისტები კიდევ უფრო დიდ სიყვარულს გამოუხატავენ და დაუმტკიცებენ, რომ ისტორიაში პეპეს ადგილი ყოველთვის იქნება.“
„მე ვფიქრობ, რომ 34 წლის ასაკში ერთწლიან კონტრაქტს უნდა დათანხმდე, თუმცა ყველა ინდივიდს საკუთარი პოზიცია აქვს.“
- 21 ივნისი 2017
- 10 328
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.