აგენტი:„დონარუმას სურვილი „რეალის“ მაისურის მორგებაა“
მინო რაიოლამ ვრცელი პრესკონფერენცია გამართა....
„მინდა გითხრათ, რომ ჩემი კლიენტი მსოფლიოში საუკეთესო სულ მალე გახდება და არაერთ ოქროს ბურთს მოიგებს. იტალიაში მისი სახით დაიბადა ადამიანი, რომელიც აჯობებს ჯანლუიჯი ბუფონს, ის საოცარი ტალანტის მატარებელია.“
„დონარუმას „რეალში“ გადასვლა ადრეა? შეგახსენებთ, რომ ვინიციუს ჟუნიორში ფლორენტინო პერესმა 45 მილიონი გადაიხადა, მთავარია ფეხბურთელის კლასი და არა ასაკი.“
„ჯიჯის „ბლანკოსის“ მაისურის მორგება სურს, თუმცა ძალიან ცუდად ექცევიან. უარყოფითი ემოციების და განწყობის ფონზე მუშაობა გართულებულია, რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია.“
„დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ დონარუმა „იუვეს“ ღირსებას არ დაიცავს, რადგან ის „მილანის“ ქომაგებს პატივს სცემს.“
- 19 ივნისი 2017
- 3 152
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.