მბაპემ „მონაკოს“ ულტიმატუმი წაუყენა - „მე მადრიდში თამაში მსურს“
კილიან მბაპეს მორიგმა ქმედებამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა...
ახალგაზრდა ფრანგი რამდენიმე დღის წინ „მონაკოს“ ბოსებს შეხვდა და საკუთარი პოზიცია გააცნო, რაც აქამდე არ ხმაურდებოდა, ახლა კი ყველაფერი ცნობილია.
მბაპემ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა, მას „რეალში“ თამაში სურს და მისი მოთხოვნაა, რომ „მონაკომ“ დედაქალაქური კლუბის გარდა არცერთი სხვა შემოთავაზება არ განიხილოს.
კილიანზე პრეტენზიას რამდენიმე გრანდი აცხადებს, თუმცა მბაპეს სიტყვები ასეთია - „ჩემი ქალაქი არის მადრიდი და არცერთი სხვა“.
- 19 ივნისი 2017
- 4 824
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.