პეპე ყველამ აითვალწუნა - „არ გვსურს შენთან ხანგრძლივი კონტრაქტი“
პეპეს ირგვლივ განვითარებული მოვლენები მართლაც საკვირველია...
„ას“-ის ინფორმაციით, პორტუგალიელ ფეხბურთელს „პსჟ“-სთან თითქმის მიღწეული შეთანხმება ჩაეშალა. კეპლერი პარიზელებს 2 წლიან კონტრაქტს შეუთანხმდა, მაგრამ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობაში ცვლილებები მოხდა, ახალმა სპორტულმა დირექტორმა კი მასთან ორ წლიანი კონტრაქტის დადება არ ისურვა და ვადა ერთ წლამდე შეამცირა.
„პსჟ“-ს ქმედებამ პეპე ძალიან გააღიზიანა და უკვე დიდია შანსი იმისა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი საფრანგეთში აღარ გადავიდეს.
კეპლერს „რეალში“ 13 დღე აქვს დარჩენილი შემდეგ კი ახალი კლუბი უნდა იპოვოს.
დასანანია, რომ ასეთი დონის ფეხბურთელს 34 წლის ასაკში 2 წლიან კონტრაქტს არ უფორმებენ.
- 17 ივნისი 2017
- 7 648
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.