იგუაინის პრეს-კონფერენცია

მადრიდის "რეალის" საუკეთესო ბომბარდირმა, გონსალო იგუაინმა დღეს პრეს-კონფერენცია გამართა.

"გოლის გატანით ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები. მე ყველაფერს ვაკეთებ თამაშის გასაუმჯობესებლად. ამ სამ წელიწადში ძალიან გამოვიცვალე, გამაქვს უფრო მეტი ბურთი და უფრო ხშირად ვეხმარები ჩემს გუნდს."

"ჩემი თავი სხვა გუნდში ვერ წარმომიდგენია. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც მადრიდის "რეალის" უნდა დავტოვო. იმედი მაქვს აქ კიდევ დიდხანს დავრჩები."

"ბომბარდირთა სათვეს მივუახლოვდი და ძალიან მიხარია, რადგან წინა სეზონთან შედარებით უკეთ ვთამაშობ."

"გუნდი სწორ გზას ადგას. უფრო კარგად ვთამაშობთ და სულ რაღაც ორი ქულა გვაშორებს ლა ლიგის სათავემდე. ჩვენ მთავარი მიზანი, "ლიონის" ბერნაბეუზე დამარცხება და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლაა. იმედია ყველაფერი გამოგვივა."

"ორივე ტურნირზე ნორმალურად ვასპარეზობთ, თუმცა სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მართალია გამარჯვება ყველას ძალიან გვინდა, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება."

"ლა ლიგის შემდეგ ტურში "ტენერიფეს" დავუპირისპირდებით, კარგი იქნება თუ გოლს გავიტან, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი გუნდის კარგად თამაში და გამარჯვებაა."

"მომდევნო მატჩის ისეთივე იქნება, როგორც "ხერესთანა". მოწინააღმდეგე გუნდი თამაშს ჩაკეტავს, თუცა გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ."


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

სტატიის ავტორი: EL Gio

  • Junior
  • 23 თებერვალი 2010
  • 1 576
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)