ხამესი მსურველთა კოლექციას აგროვებს
ევროპაში უკვე რთულად მოიძებნება გუნდი, რომელსაც ხამეს როდრიგესის დამატება არ სურს...
ესპანური გამოცემები ასახელებენ 6 გუნდს, რომლებიც კოლუმბიელი ფეხბურთელის შესაძენად ყველაზე დიდ შანსებს ინარჩუნებენ.
„იუვენტუსი“, „პსჟ“, „ბაიერნი“, „არსენალი“, „მანჩესტერი“ და „ინტერი “ - ესენი არიან გუნდები, რომლებიც პერესთან ყველაზე ხშირად კონტაქტობენ.
მადრიდში ეჭვი არ ეპარებათ, რომ როდრიგესის სარფიანად გაყიდვა შესაძლებელია, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში რაც შეიძლება გვიან შეიყვანონ და ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 60 მილიონი ევრო გამოიმუშავონ.
- 9 ივნისი 2017
- 3 823
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.