„რეალს“ ფეხბურთელი „მოპარეს“
მადრიდის „რეალს“ ფეხბურთელი „მოპარეს“, სწორედ ასეთი სათაურები ჭარბობდა დღეს ესპანურ გამოცემებში...
საქმე შვეიცარიელ მცველს, რიკარდო როდრიგესს ეხება, რომლის შეძენისთვისაც „რეალი“ 3 წლის მანძილზე იბრძოდა.
უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარცხენა მცველი მომდევნო სეზონიდან ბუნდესლიგაში აღარ ითამაშებს და კარიერას სერია „ა“-ში, კონკრეტულად კი „მილანში“ განაგრძობს.
როგორც სჩანს, „მილანი“ საკმაოდ აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებს, „რეალს“ კი მარსელოს შემცვლელის მოძიება სასწრაფოდ მოუწევს, ვინაიდან კოენტრაუმ გუნდი უკვე დატოვა.
ერთადერთი კანდიდატი, ვინც „რეალთან“ ახლოსაა, ტეო ერნანდესი გახლავთ, თუმცა მასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
- 9 ივნისი 2017
- 10 896
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.