ხამესი „რეალის“ ყოფილ მწვრთნელთან მიდის სათამაშოდ?
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალისა“ და ხამეს როდრიგესის გზები იყოფა...
„ათიანის“ „რეალიდან“ წასვლა გარდაუვალია, მაგრამ საინტერესოა სად აგრძელებს კარიერას კოლუმბიელი.
მსურველი ბევრია, კლუბების სიჭარბე პრემიერლიგიდან შეიმჩნევა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ როდრიგესის შეძენის ყველაზე დიდი შანსი „ბაიერნს“ აქვს, ვინაიდან კარლო ანჩელოტი ნახევარმცველს გარანტიებს აძლევს.
სატრანსფერო თანხად 60 მილიონი ევრო სახელდება.
შეგახსენებთ, კოლუმბიელზე პრეტენზიას „ინტერი“, „ლივერპული“, „იუნაიტედი“ და „ბაიერნი“ აცხადებენ.
- 7 ივნისი 2017
- 4 011
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.