კოენტრაუ სამშობლოში ბრუნდება
მიუხედავად იმისა, რომ კოენტრაუ გუნდს კარდიფში გაჰყვა, მას დაჯილდოვების ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია.
როგორც მადრიდული გამოცემისთვის გახდა ცნობილი, ფაბიუ, მომდევნო სეზონს ლისაბონის "სპორტინგში" გაატარებს.ფეხბურთელი იჯარის წესის საფუძველზე დაბრუნდება სამშობლოში.ის სწორედ დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას.
ცნობისათვის, პორტუგალიელმა მცველმა განვლილი სეზონის მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.აქედან, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჰყო მოედანზე 90 წუთი.
AS
- 5 ივნისი 2017
- 7 927
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.