"რეალი" "დი მარიას" შეძენით ისევ დაინტერესდა
როგორც ესპანური პრესა იუწყება, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა დაინტერესედა არგენტინელი ახალგაზრდა ფეხბურთელის, ანხელ დი მარიას შეძენით. მოგეხსენებათ ამ ფეხბურთელით თავად რამონ კალდერონიც იყო დაინტერესებული მაგრამ მოლაპარაკება არ შედგა და არგენტინელიც სამშობლოში დარჩა...
როგორც Marca იუწყება, ანხელის შეძენით მხოლოდ "ბლანკოსი" არ არის დაინტერესებული. ესპანური გრანდის გარდა მისით ინტერესდებიან მანჩესტერ სიტი, ჩელსი და კატალონიის ბარსელონა.
22 წლის ფეხბურთელმა წლევანდელ სეზონში უკვე მოახერხა 26 მატჩის ჩატარება და 4 გოლის გატანა ბენფიკას შემადგენლობაში. იგი მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და არ არის გასაკვირი, რომ მის ხელში ჩასაგდებად დიდი ნადირობაა გამოცხადებული.
დი მარია და ლისაბონური კლუბი კონტრაქტის მიხედვით 2015 წლამდე არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან, მაგრამ სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, პორტუგალიელები აუცილებლად განიხილავენ ნებისმიერ წინადადებას.
როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ამ ფეხბურთელის შეძენაზე დიდი კონკურენცია იქნება, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, ანხელის შეძენის ყველაზე მეტი შანსი მაინც სამეფო კლუბს აქვს.
- 23 თებერვალი 2010
- 1 628
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.