ზიდანი:„ფინალში პირველი ტაიმის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ...“
ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ისტორია შეიცვალა. პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება შეძლო მადრიდის „რეალია“. ამაყი და ბედნიერი ვარ, ეს არის უდიდესი შრომის შედეგი. ძალიან კარგად ვიცი, რომ მომდევნო სეზონი კიდევ უფრო რთული და გამოწვევებით სავსე იქნება.“
„ნიჭიერი ფეხბურთელი ძალიან ბევრია, მაგრამ მათი ერთანეთზე შეწყობაა რთული. ვფიქრობ, წლევანდელ სეზონში „ბლანკოსი“ პირველი გუნდი იყო როგორ ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური თვალსაზრისით, გუნდმა საოცარი ერთიანობა აჩვენა.“
„პირველი ტაიმი საკმაოდ რთული იყო. „იუვენტუსმა“ აგრესიული ფეხბურთი შემოგვთავაზა და არაერთი მომენტი შექმნა. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მეტი შემართება გვჭირდებოდა და ზეწოლა უნდა გაგვეძლიერებინა. ფეხბურთელებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც ჩავიფიქრე და გუნდმა 1-4 დააფიქსირა.“
„მე არ ვარ გუნდის წარმატების გასაღები, მე ვარ ამ კოლექტივის წევრი, რომელმაც გამაოგნებელი შედეგი დააფიქსირა.“
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შანსი მომეცა. მე ვარ მწვრთნელი, ვწვრთნი გუნდს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა“
„დავრჩები თუ არა „რეალში“? ამას პერესი გადაწყვეტს. მე ბედნიერი ვარ, რომ სამეფო კლუბში საოცარი ეპოქა მაქვს. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და ვფიქრობ, რომ მადრიდს არ დავტოვებ.“
„გარეთ ბეილმა წარმოუდგენელი რამ შეძლო და ფინალში მაინც ითამაშა, მისი მოედანზე გასვლის შანსი არ არსებობდა, მაგრამ დიდმა მონდომებამ შედეგი გამოიღო.“
- 4 ივნისი 2017
- 14 187
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.