ბუფონი:„რონალოდუს ოქროს ბურთზე განაცხადის გაკეთების საშუალებას არ მივცემ“
ჯიჯი ბუფონმა ფინალის წინ საინტერესო კომენტარები გააკეთა...
„ვფიქრობ, ფეხბურთიდან მალე წასვლა მომიწევს, ახლა კი ისტორიული შანსი მაქვს, რომ კარიერაში პირველად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ეს ჩემთვის მთელი კარიერის დაფასება იქნება.“
„კარდიფში ორი დიდი გუნდი უშეღავათოდ იბრძოლებს. არცერთ კოლექტივს არ სურს წაგება, ამიტომ დიდ ფეხბურთს ვიხილავთ.“
„კრიშტიანო რონალდუს ოქროს ბურთზე განაცხადის გაკეთების საშუალებას არ მივცემ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კრიშტიანოს ხიფათი გავანეიტრალო.“
„ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით დიდი მიზნების მისაღწევად, ახლა კი ბოძებული შანსი უნდა გამოვიყენოთ.“
- 3 ივნისი 2017
- 10 745
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.