დანი ალვეში:„მივესალმები თუ არა სერხიო რამოსს? დიახ!“

დანიელ ალვეშმა „რეალთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...

„ეს იქნება მატჩი, სადაც არავინ არაფერს დათმობს და ყველაფერს წვრილმანები გადაწყვეტს. ჩვენ აქამდე დიდი ენთუზიაზმით მოვედით და ვიმედოვნებთ, რომ ტრიუმფალურ სვლას განვაგრძობთ.“

„მივესალმები თუ არა სერხიო რამოსს? დიახ, აუცილებლად. ჩემსა და ესპანელს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, მისი ხედვები ჩემ ხედვებს არ ემთხვევა, რადიკალურად სხვა პოზიციები გვაქვს, მაგრამ მთავარი პროფესიონალიზმია და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, მის განცხადებებს მე ვერ შევაფასებ.“

„მარსელოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ის ჩემი თანამემამულეა, მაგრამ პირობას ვაძლევ, რომ არ დავინდობ და ბოლომდე დავიხარჯები. დარწმუნებული ვარ, ჩვენს შორის არაერთი ბრძოლა შედგება, რადგან ერთ ფლანგზე ვიქნებით.“

„ეს ჩემი აზრია და ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს. 20 წლის წინ „რეალს“ თასი აჩუქეს, რადგან მიატოვიჩის გოლი ჩასათვლელი არ იყო.“

„მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც „იუვენტუსის“ ახლანდელი შემადგენლობიდან „რეალისთვის“ ყველაზე მეტი მატჩი აქვს მოგებული, მაგრამ ეს არაფერს წყვეტს, რადგან ხვალ არ ვიხილავთ „რეალი“-„ალვეშს“, ჩვენ ვიხილავთ „რეალი“-„იუვეს“ პაექრობას.“

P.S სრული სტატიიდან ამოკრეფილია კომენტარები, რომელიც „რეალს“ ეხება.

  • Hala
  • 3 ივნისი 2017
  • 11 753
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)