ლა–ლიგის XXIII ტურის შედეგები
წარმოგიდგენთ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის XXIII ტურის შედეგებს.
ამ ტურში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს "მადრიდის რეალმა" და "ბარსელონამ".ორივე გუნდმა თავისი მეტოქეები გაანადგურეს.რეალმა ვილიარეალი 6:2,ხოლო ბარსელონამ რასინგი 4:0.ამავდროულად ორივემ კარგი თამაში აჩვენეს.
"თეთრების" რიგებში გამორჩეული იყო კრისტიანო რონალდო,რომელმაც რეალის 5–გოლში მიიღო მონაწილეობა.
სევილიამ სტუმრად მოუგო მალიორკას ანგარიშით 3:1 და ამ მოგებით შეწყვიტა მალიორკას სახლში მოგებათა სერია.ამ ტურამდე მალიორკას რეალის მსგავსად 100 პროცენტიანი შედეგი ჰქონდა საკუთარ მოედანზე,მაგრამ სევილიამ შეუწყვიტა ეს სერია.აღსანიშნავია რომ ბოლო 3–ტურში უკვე მეორეჯერ მოედნიდან გააძევეს რეალის აღზრდილი თავდამსხმელი ალვარო ნეგრედო.ის მსაჯმა პირველივე ტაიმში გააძევა მოედნიდან,უხეში თამაშის გამო.
დღეს საღამოს კი გაიმართება ტურის დასკვნითი შეხვედრა.ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ვალენსია და ხეტაფე.
XXIII–ტურის სრული შედეგები კი ასეთია:
"დეპორტივო" – "ხერესი" 2:1
"ბარსელონა"– "რასინგი" 4:0
"მალიორკა" – "სევილია" 1:3
"ოსასუნა" – "ვალიადოლიდი" 1:1
"სარაგოსა" – "ხიხონი" 1:3
"მალაგა" – "ესპანიოლი" 2:1
"ბილბაო" – "ტენერიფე" 4:1
"ალმერია" – "ატლეტიკო" 1:0
"მადრიდის რეალი" – "ვილიარეალი" 6:2
ბომბარდირთა ცხრილი 23–ე ტურის შემდეგ: 1.მესი–16 გოლი. 2.ვილია–15 გოლი. 3.იგუაინი–14 გოლი. 4.რონალდო–12 გოლი. 5.იბრაჰიმოვიჩი–12 გოლი.
- 22 თებერვალი 2010
- 2 067
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.