ფლორენტინო და 183 მილიონი
ფლორენტინო მეგა ტრანსფერებს გვპირდება...
ბრიტანული გამოცემა "The Sun" გვატყობინებს, რომ მადრიდის რეალი გაჩერებას არ აპირებს. ფლორენტინო პერესს 183 მილიონი აქვს გამზადებული რათა ედენ აზარისა და დევიდ დეხეას შეძენა შეძლოს. მიმდინარე სეზონის მანძილზე აზარის აგენტი რამოდენიმეჯერ შეხვდა ესპანურ მხარეს ასე, რომ 115 მილიონიანი წინადადება მზად აქვთ მადრიდელებს ბელგიელის სანაცვლოდ.
რაც შეეხება დე ხეას მის სანაცვლოდ 68 მილიონიანი შეთავაზება უკვე დაბლოკეს ინგლისელებმა, თუმცა პერესი გაჩერებას არ აპირებს და ყველა ღონეს იხმარს რათა ესპანელი სამშობლოში დააბრუნოს.
- 1 ივნისი 2017
- 5 935
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.