ორი მადრიდისტა „ლივერპულში“?
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, „ლივერპული“ ორ მადრიდისტასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბრობს და შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა...
საქმე ორ ვეტერანს, კეპლერ პეპეს და იკერ კასილიასს ეხება.
„რეალის“ ლეგენდარულ კაპიტანთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია და დიდია შანსი იმისა, რომ ესპანელმა კარის დარაჯმა პრემიერლიგის გემოც გაიგოს.
რაც შეეეხება პეპეს. 1 თვეში პორტუგალიელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს და ნებისმიერ გუნდთან უსასყიდლოდ გადავა, სწორედ ამ სიტუაციის გამოყენება სურს „მერსისაიდულ“ კლუბს და „სამიანს“ 2+1 სისტემის კონტრაქტს სთავაზობს, სადაც მისი ხელფასი წლიურად 4.7 მილიონი ევრო იქნება.
რას ითვალისწინებს 2+1? იმ შემთხვევაში, თუ პირველი სეზონის ბოლოს „ლივერპული“ პორტუგალიელი ფეხბურთლის ასპარეზობით კმაყოფილი იქნება, ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება და 2020 წლის 30 ივნისს ამოიწურება, ამ ხნის განმავლობაში კი კეპლერი 14 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
- 28 მაი 2017
- 10 213
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.