პელეგრინის კომენტარი
მანუელ პელეგრინი გახარებულია "ვილიარეალის" დამარცხებით.
"ლიონთან მატჩის შემდეგ, ეს შეხვედრა ბრწყინვალე გამოდგა. გუნდმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა და ამით უზომოდ ბედნიერი ვარ."
"ვილიარეალი საკმაოდ კარგი გუნდია. მათ კარგად აქვთ დამუშავებული ბურთის ფლობა, თუ ნებისმიერი გუნდი მათ კომბინაციის გათამაშების უფლებას მისცემს, ყვითლები აუცილებლად გაიტანენ გოლს. მატჩი ძალიან კარგად ჩავატარეთ, თუმცა არ მომეწორა მეორე გაშვებული გოლი, რადგან დაცვამ ვერაფერი მოიმოქმედა. თუცა საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ."
"მთელი მატჩის განმავლობაში გამოიჩეოდა კაკა, რომელმაც თანაგუნდელებს უამრავი გადაცემა გაუკეთა. რიკარდო ნელ-ნელა ფორმაში შედის."
"აღსანიშნავია ისიც, რომ რაულის სტადიონზე გამოსვლისთანავე, მთელი სტადიონი ფეხზე წამოდგა და ტაშის დაკვრით შეეგებნენ "ელ კაპიტანოს", რაც იმის დასტურია, რომ რაულ გონსალეს ბლანკო, "რეალის" სულია."
"მინდა ასევე გითხრათ, რომ ლიონში დამარცხება ძლიან არასასიამოვნო იყო. ეს მატჩი ყველაზე ცუდი იყო მიმდინარე სეზონში. თუმცა ამ შეხვედრაში აღმოვაჩინე მაჰამადუ დიარა, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა. ლასის ძირითად შემადგენლობაში დაყენება ვერ გავბედე, რადგან მას ყვითელი ბარათი ჰქონდა და თუ მას კიდევ ერთხელ გააფრთხილებდნენ, ლასანა საპასუხო შეხვედრაში ვერ ითამაშებდა, რაც ძალიან დიდი დანაკლისი იქნებოდა. რაც შეეხება მაჰამადუს, იგი ვარჯიშებზე სასწაულებს ახდენს და ყველა ბურთისთვის ბოლომდე იბრძვის."
"კაკას და რონალდოს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ პენალტის გამოყენება, მაგრამ მათ გოლის გატანის უფლება ხაბი ალონსოსაც მისცეს, რომელმაც თანაგუნდელების ნდობა დაუფასა."
"მართალია ბევრს მაკრიტიკებენ, მაგრამ ვფიქრობ წინა მატჩით ყველაფერს ფარდა აეხადა."
სტატიის ავტორი: EL Gio
- 22 თებერვალი 2010
- 1 924
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.