რამოსი: "ბედნიერი ვარ იმით, რომ "რეალის" ისტორიას ვქმნი"
როგორც იცით წინა ტურში, "ვილიარეალის" წინააღმდეგ მატჩში, სერხიო რამოსმა მადრიდის "რეალის" მაისური მე-200 მოირგო.
"ორასი მატჩი... სათქმელად ძალიან ადვილია. ასე მგონია გუშინ მოვედი გუნდში. ბედნიერი ვარ იმით, რომ "რეალის" ისტორიას ვქმნი. ერთის მხრივ ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ასეთ კლუბში თამაში ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. იმედია სამეფო კლუბთან ერთად კიდევ ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებ."
"ძალიან რთული იყო მადრიდის "რეალში" ადგილის დამკვიდრება, მაგრამ როგორც ხედავთ დღეს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვარ, რაც თვდაუზოგავი ვარჯიშის შედეგია."
"ცენტრალური მცველის პოზიციაზე თავს კონფორტულად ვგრძნობ. მწვრთნელმა მითხრა, რომ ცენტრში თამაში უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ ერთადერთი, რითაც მსიამოვნებს მარჯვნა მცველის პოზიცია, ეს არის შეტევებში ხშირად წასვლა და გუნდის დახმარება."
"ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან "ბარსელონას" დავეწეოდით. მათ ბერნაბეუზე მოუწევთ თამაში და იმედია გამარჯვებას მადრიდის "რეალი" მოიპოვებს."
"ფეხბურთში ყოველთვის არის კარგი და ცუდი მატჩები. უნდა ვაღიაროთ, რომ საფრანგეთში ჩატარებული შეხვედრა ძალიან ცუდი იყო. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლის შანსი მაინც გვაქვს. ჩვენ არაფერს დავიშურებთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად."
სტატიის ავტორი: EL Gio
- 22 თებერვალი 2010
- 1 939
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.