დუდეკის პრეს-კონფერენცია
იერჟი დუდეკმა გამართა პრეს-კონფერენცია მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალმა ლიგა კატარს დამაჯერებელი ანგარიშით 4:2 სძლია. კიპერმა განაცხადა, რომ ის აღფრთოვანებულია ახალი პროექტით.
ლივერპულში არბელოასთან ერთად თამაშობდით , რას იტყვით მის შესახებ?
ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც მუდმივად პროგრესირებს და მჯერა, რომ მას შეუძლია კლუბს დახმარება გაუწიოს დაცვაში. ის ჩემი ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარია , ხოლო რაც შეეხება მის კვალიფიკაციას, ამას მისი თამაშით ადვილად მიხვდებით.
რას ფიქრობთ ხაბი ალონსოზე?
ის შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთაც. ვიმედოვნებ , რომ ის ჩვენ შემოგვიერთდება მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ მტკივნეული იქნება ეს რაფა ბენიტესისთვის.
როგორ გრძნობთ თავს პირველი რამდენი წინასასეზონო თამაშების შემდეგ?
მე ძალიან მოხარული ვარ , იმიტომ რომ თამაშის საშუალება მეძლევა. მე ეს შანსი ჩემი წინსვლისთვის უნდა გამოვიყენო. ჩვენ წინ იუვენტუსთან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის და იმედია, რომ მოვიგებთ "მშვიდობის თასს."
როგორი იქნება ახალი მადრიდის რეალი?
ჩვენი საწვრთნელი ვარჯიშები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან კლუბში მხოლოდ 25 ფეხბურთელი უნდა დარჩეს და ამიტომ ყველა ჩვენგანი თავდაუზოგავად ვმუშაობთ. მე ვფიქრობ, რომ ამ კლუბს უფრო მეტი ტიტულების მოგების შანსი აქვს, ვიდრე წინათ.
აპირებთ თუ არა კონტრაქტის გახანგრძლივებას კიდევ ერთი წლით?
გასული ექვსი თვის განმავლობაში პრესაში იწერებოდა სპეკულაციები ჩემი წასვლის შესახებ და შესაბამისად მეც მჯეროდა , რომ ჩემ კონტრაქტს ვერ დავასრულებდი. მე ვესაუბრე ჩემ ოჯახს, როცა ვალდანომ დამირეკა და გადავწყვიტე, რომ ამ პროექტის ნაწილი ვყოფილიყავი.
თქვენ სამ თამაშში სამი გოლი გაუშვით, რას იტყვით ამაზე?
მე სულაც არ ვღელავ , იმიტომ რომ ეს ჯერ კიდევ წინასასეზონო თამაშებია. ეხლა მთავარია კლუბი ფორმაში ჩადგეს , რაზეც ჩვენ ბევრს ვმუშობთ, რომ შემდგომში ანალოგიური შეცდომები თავიდან ავიცილოთ.
დგას თუ არა სეზონის დაწყების წინ ბარსელონა თქვენზე მაღლა?
მე არ ვღელავ ბარსელონაზე, მათ წინა სეზონში კარგი თამაში უჩვენეს, მაგრამ ეხლა ჩვენ გვყავს კრიშტიანო რონალდუ, კაკა და ბენზემა.
ვინაა უკეთესი , ეტო'ო თუ იბრაგიმოვიჩი?
თქვენ ვერასდროს იტყვით ვინ ჯობია. ორივე მათგანი კარგი ფეხბურთელია და თითოეულის საუკეთესობას კონკრეტულ დროს მისი სათამაშო ფორმა განსაზღვრავს.

წყარო: realmadrid.com
- 29 ივლისი 2009
- 4 220
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.