ლასი:კარგად მახსოვს ჩემი დებიუტი მადრიდის "რეალში"
ლასანა დიარამ ჟურნალისტებთან საუბრისას გაიხსენა მისი დებიუტი სამეფო კლუბის შემადგენლობაში. რეალის მაისური ფრანგმა ნახევარმცველმა სწორედ ვილიარეალთან მატჩისას მოირგო...
"ძალიან კარგად მახსოვს ის ემოცია, რომელსაც მე განვიცდიდი ვილიარეალთან თამაშისას. ვცდილობდი თავი საუკეთესოდ წარმომეჩინა და მწვრთნელის ნდობა მომეპოვებინა. მწვრთნელის ყველა მითითებას დაუყოვნებლივ ვასრულებდი, ყველა ბურთისთვის ბოლომდე ვიბრძოდი და იმ მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერების ტოლფასი იყო".
"დღევანდელ დღეს უკვე სხვანაირი სიტუაციაა. მე მივეჩვიე სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშს და გაცილებით უფრო მშვიდად ვხვდები მანუელის ყოფილ გუნდს. დარწმუნებული ვარ თუ ვაჩვენებთ ჩვენს თამაშს, აუცილებლად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ ბრძოლას ჩემპიონობისთვის".
"მსურს ლა ლიგის პირველი ტიტულის მოგება 2010 წელს, წელს ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და შეგვიძლია ესპანეთის საუკეთესო გუნდის წოდების მოპოვება, ამისთვის ძალას არ დავიშურებთ"- განაცხადა ლასანამ.
- 21 თებერვალი 2010
- 2 079
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.