რონალდო: მეტის გატანა მსურს
ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ მადრიდის რეალის პორტუგალიელი ნახევარმცველის კრისტიანო რონალდოს ინტერვიუ რომელიც მან ჟურნალ as.Com_ის ერთ-ერთ ჟურნალისტს მისცა.
რას ფიქრობთ, პირველ 6 თვეზე რეალში?
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ,,მარსელთან" ტრავმამ ბევრი დამაკლო, რადგან ამის მერე 14 მატჩი გამოვტოვე. შემდეგ მივიღე 2 წითელი ბარათი და დისკვალიფიკაციების გამო გამოვტოვე სამი შეხვედრა, საერთო ჯამში კი 17. მე კი უფრო მეტს ველოდი.
უნდა აღინიშნოს, რომ თქვენ გაბრაზებულნი ხართ ამ უთამაშებლობით...
გამოტოვებულ შეხვედრებში ბევრი რამის გაკეთება შემეძლო, თუმცა ბედმა ზურგი მაქცია. მეტის გატანა მსურს და მომავალ მატჩებში გავიბრწყინებ კიდეც.
მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება...
პირველ რიგში, მინდა ვიყო სასურველ ფორმაში მუნდიალის დაწყებამდე. მერწმუნეთ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი ისტორიაში.
ეს თქვენი მუნდიალი იქნება?
რა თქმა უნდა ბოლომდე ვიბრძოლებ ამისთვის. ჩემი მთავარი მიზანია პორტუგალიის გაჩემპიონება. ძალიან დიდი ყურადღებით და მონდომებით ვემზადება ამ უდიდესი ტურნირისთვის.
ვინ იქნებიან ფავორიტები?
ვთვლი, რომ მთავარი ფავორიტები იქნებიან-ბრაზილია, ინგლისი და ესპანეთი.
და პორტუგალიის შანსები?
ძალიამ სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ,,სიკვდილის" ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ აქედანაც შესაძლებელია თავის დაღწევა. ერთ-ერთი უმთავრესი მატჩი პირველი მათგანი იქნება, სადაც კოტდიუვარის ნაკრებს დავუპირისპირდებით.
ინფორმაციის წყარო:as.com
- 21 თებერვალი 2010
- 1 887
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.