ზიდანი "A" გუნდით დაასრულებს სეზონს
როგორც იცით, ზიდანის სამწვრთნელო მეთოდების წყალობით, "რეალში" ე.წ. A და B გუნდები ჩამოყალიბდა.
მიმდინარე სეზონის დარჩენილ 3 მატჩში, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც "რეალი" ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს, ფრანგი სპეციალისტი მხოლოდ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებით დააკომლექტებს თერთმეტეულს.უფრო კონკრეტულად, სასტარტოს გადახალისება აღარ მოხდება ისეთი ფიგურებით, როგორებიც არიან: კოვაჩიჩი, ასენსიო, ხამესი, ვასკესი და მორატა.
"სელტას," "მალაგასა" და "იუვენტუსის" წინააღმდეგ, ნავასი, დანილო (კარვახალის ტრავმიდან გამომდინარე), რამოსი, ვარანი, მარსელო, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო (ბეილის ტრავმიდან გამომდინარე), რონალდუ და ბენზემა ეცდებიან გამარჯვებების მოპოვებას.
"B" გუნდის მოთამაშეები, საჭიროების შემთხვევაში, სათადარიგოდან ეცდებიან მატჩში გარდატეხის შეტანას.
MARCA
- 16 მაი 2017
- 6 523
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.