ნაჩოს დიდებული სეზონი

რომ არა ზიდანის დაჟინებული თხოვნა, არავინ იცის, დღეს–დღეობით რომელი გუნდის ფერებში იქნებოდა შემოსილი ახალგაზრდა ესპანელი.

მიმდინარე სეზონის წინ, ზაფხულში, ნაჩოს, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ჰქონდა მშობლიური გუნდის დატოვება, სადაც სათამაშო პრაქტიკის თვალსაზრისით, 4 უღიმღამო სეზონს მოითვლიდა.მილანში, ჩემპიონთა ლიგის მეთერთმეტედ მოგების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა დაარწმუნა ფერნანდესი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი დარჩენა გუნდისათვის და როგორც ვხედავთ, არც დამრიგებელი შემცდარა და არც შეგირდი.

განვლილ წლებში, ნაჩო ვერადავერ ახერდებდა რამოსის, ვარანისა და პეპეს ჩრდილიდან გამოსვლას.ის მოედანზე იშვიათად ჩანდა და თანაც სხვადასხვა პოზიციებზე უწევდა გარჯა, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქითაა."ექვსიანს" უკვე 2199 წუთი აქვს გატარებული საქმეში (წლეულს) და ამ კომპონენტში, მხოლოდ 6 თანაგუნდელს (რონალდუ, კროოსი, რამოსი, მარსელო, კარვახალი და ნავასი) ჩამორჩება.

ნიშანდობლივია, რომ ფერნანდესი ყოველთვის საიმედოდ უმაგრებს გვერდს სერხიო რამოსს, არ აქვს მნიშვნელობა, გუნდს "ბაიერნის," თუ შედარებით სუსტი მეტოქეის წინააღმდეგ უწევს ბურთაობა.მან რამდენჯერმე შეძლო, როგორც შედეგიანი გადაცემის, ასევე დარტყმის შესრულება.ალბათ, მისი ე.წ. მაკრატელა "კულტურალის" კარში, პუშკაშის ჯილდოსთვის იბრძოლებს და წარმატებითაც.

ერთი სიტყვით, "რეალის" ერთგული მოთამაშე დიდებულ სეზონს ატარებს.კარვახალის ვერ დაბრუნების შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც დაიცავს გუნდის ღირსებას.

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)