ზიდანი;„რა გინდათ ჩემ ფეხბურთელთან? ის სამართლიანად მოიქცა“

ზინედინ ზიდანმა „სევილიასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„ბრძოლა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. გასაგებია, რომ „რეალმა“ დიდი ანგარიშით მოიგო, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო. კეილორ ნავასის ბრწყინვალე თამაშმა ბევრი რამ განაპირობა.“

„ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ისევ უნდა აღვნიშნო, რომ ჯერ არაფერი მოგვიგია და ეიფორიაში ჩავარდნა არ შეიძლება. წაბოლოო წარმატებისკენ ეტაპობრივად უნდა მივიდეთ.“

„ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც ნაჩომ გააკეთა. რა გინდათ ჩემ ფეხბურთელთან? ის სამართლიანად მოიქცა და თამაშის წესები არ დაურღვევია.“

„ყოველთვის პოზიტივზე ვფიქრობთ. „ბარსელონასთან“ ბრძოლა ბოლო ტურამდე გრძელდება, რაც მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს.“

„კრიშტიანო რონალდუ გადამწყვეტ მომენტებში კვლავ მოწოდების სიმაღლეზე დგას, პორტუგალიელმა შესანიშნავი გოლები გაიტანა.“

„ვიგოში რთულ მატჩს ველი, ანალოგიური შემართება უნდა შევინარჩუნოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ.“

„ცვლილებები მეტი ბალანსის მოპოვებამ განაპირობა. მოდრიჩი მოედანზე იმიტომ შევუშვი, რომ ხორვატი ძალიან დაგვჭირდა.“

„დიდი მადლობა გულშემატკივრებს. მართალია საშინაო არენაზე მატჩის გამართვა აღარ გვიწევს, მაგრამ ჩვენ მათ აუცილებლად შევხვდებით. სად? იმედი მაქვს, „სიბელესზე“, სადაც წარმატებას აღვნიშნავთ.“

  • Hala
  • 15 მაი 2017
  • 11 144
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)