"არსენალი" მზად არის "რეალს" 50 მილიონი გადაუხადოს.
მადრიდის "რეალის" თავდასხმელი ალვარო მორატა შესაძლოა "არსენალში" ვიხილოთ.
ლონდონის "არსენალი" "რეალის" ფეხბურთელით ალვარო მორატათი დაინტერესტდა. "მეთოფეები" მზად არიან ესპანელის სანაცვლოდ 50 მილიონი გადაიხადონ, იტყობინება The Sun. არსენ ვენგერს 2014 წელს მორატას შეძენა სურდა, თუმცა ბოლოს "ბარსელონას" თავდასხმელი ალექსის სანჩესი იყიდა.
Cadena Ser-ის ინფორმაციით, ალვაროს ჩინელებმაც შესთავაზეს კონტრაქტი, თუმცა მორატამ განაცხადა რომ ის "რეალში" რჩება. მიმდინარე სეზონში ესპანელმა 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 20 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა საკუთარ აქტივში.
- 12 მაი 2017
- 2 564
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.